Saturday, April 13, 2019

ტრენინგის მე-9 დღე

დღევანდელი დღე ჩვეულებისამებრ ნაყოფიერი  აღმოჩნდა,  გავიმეორეთ   გავლილი მასალა,  დავათვალიერეთ  ჩვენი  პორტფოლიოები ,   ვიმუშავეთ  პროექტის  პრეზენტაციებზე,  ვიმუშავეთ  ბლოგში.  მოვისმინეთ  ერთმანეთის  პროექტების   პრეზენტაციები, ტრენინგის  მონაწილეებმა   ძალიან  საინტერესოდ წარადგინეს  განსახორციელებელი  პროექტების  მიზანი, ისაუბრეს  თემის  აქტუალობაზე.   გავუზიარეთ ერთმანეთს  იდეები და  მივეცით  რჩევები. შევაჯამეთ ტრენინგი. დარწმუნებული ვარ, ინტელის  კურსის  გავლის შემდეგ    ჩემი   გაკვეთილები, ისტ-ის  ტექნოლოგიების  გამოყენებით, უფრო  საინტერესო  და ნაყოფიერი  იქნება. დიდი  მადლობა  მასწავლებლის სახლს და   ქალბატონ  ქეთი ცერაძეს  საინტერესო ტრენინგისათვის.

Monday, April 8, 2019

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღეს გავიმეორე განვლილი მასალა, შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, რომელიც დაეხმარებათ მოსწავლეებს პროექტის უკეთ წარმართვაში. ბლოგზე ავტვირთე ჩემი პორთფოლიო, ვისწავლეთ გაჯეტები. დღე იყო საინტერეო და დატვირთული ინფორმაციული მასალით. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.

Saturday, April 6, 2019

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა, ვისწავლეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება და მათზე სასწავლო გეგმის მორგება. პროექტში შევარჩიეთ ის მოსწავლეები რომელთაც არ უყვართ სწავლა,სამაგიეროდ სხვა საკითხებით არიან დაინტერესებული.

Monday, April 1, 2019

ტრენინგის მე-6 დღე

   ტრენინგის მე-6 დღეს  გავიმეორეთ    წინა მეცადინეობის      მასალა. ვიწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა,პროექტის შეფასების რუბრიკის მორგება,მოსწავლეთა პროექტების აწყობა, ნამუშევარი მასალის შენახვა გუგლ დრაივში

Saturday, March 30, 2019

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს გავიმეორეთ წინა მასალა, განვიხილეთ საავტორო  უფლებების ფაილი. დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები და მივეცით უკუკავშირი. შევქმენით მოსწავლის ბლოგი,ვისწავლეთ ფონების შეცვლა, სურათების ჩასმა. ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა მოსწავლის ბლოგში. 

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ გეგმაზე, კერძოდ თუ როგორ შეფასდება პროექტი და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Saturday, March 23, 2019

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს  ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და  ყველაფერ ამას გამოვიყენებ პროექტშიც და გაკვეთილზეც.

Friday, March 22, 2019

ტრენინგის მეორე დღე


დღეს ჩვენ გავეცანით ბუკლეტის  მახასიათებლებს და შევქმენით ბუკლეტი, რომელიც დაგვეხმარება პროექტის დაწყებაში და მის მსვლელობაში.

Saturday, March 16, 2019

ტრენინგის პირველი დღე

დღევანდელი დღე საინტერესო  იყო ჩემთვის,  ვისწავლე ბევრი რამ და მომავალშიც სიამოვნებით ვისწავლი და გავიღრმავებ ცოდნას ტექნოლოგიებთან მიმართებაში.