ინტელის სასწავლო კურსი
Saturday, April 13, 2019
ტრენინგის მე-9 დღე
დღევანდელი დღე ჩვეულებისამებრ ნაყოფიერი აღმოჩნდა, გავიმეორეთ გავლილი მასალა, დავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიოები , ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციებზე, ვიმუშავეთ ბლოგში. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები, ტრენინგის მონაწილეებმა ძალიან საინტერესოდ წარადგინეს განსახორციელებელი პროექტების მიზანი, ისაუბრეს თემის აქტუალობაზე. გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები და მივეცით რჩევები. შევაჯამეთ ტრენინგი. დარწმუნებული ვარ, ინტელის კურსის გავლის შემდეგ ჩემი გაკვეთილები, ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. დიდი მადლობა მასწავლებლის სახლს და ქალბატონ ქეთი ცერაძეს საინტერესო ტრენინგისათვის.
Monday, April 8, 2019
ტრენინგის მე-8 დღე
ტრენინგის მე-8 დღეს გავიმეორე განვლილი მასალა, შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, რომელიც დაეხმარებათ მოსწავლეებს პროექტის უკეთ წარმართვაში. ბლოგზე ავტვირთე ჩემი პორთფოლიო, ვისწავლეთ გაჯეტები. დღე იყო საინტერეო და დატვირთული ინფორმაციული მასალით. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.
Saturday, April 6, 2019
ტრენინგის მე-7 დღე
ტრენინგის მე-7 დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა, ვისწავლეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება და მათზე სასწავლო გეგმის მორგება. პროექტში შევარჩიეთ ის მოსწავლეები რომელთაც არ უყვართ სწავლა,სამაგიეროდ სხვა საკითხებით არიან დაინტერესებული.
Monday, April 1, 2019
ტრენინგის მე-6 დღე
ტრენინგის მე-6 დღეს გავიმეორეთ წინა მეცადინეობის მასალა. ვიწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა,პროექტის შეფასების რუბრიკის მორგება,მოსწავლეთა პროექტების აწყობა, ნამუშევარი მასალის შენახვა გუგლ დრაივში
Saturday, March 30, 2019
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავიმეორეთ წინა მასალა, განვიხილეთ საავტორო უფლებების ფაილი. დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები და მივეცით უკუკავშირი. შევქმენით მოსწავლის ბლოგი,ვისწავლეთ ფონების შეცვლა, სურათების ჩასმა. ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა მოსწავლის ბლოგში.
Sunday, March 24, 2019
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ გეგმაზე, კერძოდ თუ როგორ შეფასდება პროექტი და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია.
Saturday, March 23, 2019
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და ყველაფერ ამას გამოვიყენებ პროექტშიც და გაკვეთილზეც.
Subscribe to:
Posts (Atom)